ჩვენ ვყიდით სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის ძალიან ლამაზ და მოსახერხებელ ბოთლებს და სურებს. ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც კარგია როგორც ღვინის, ჭაჭის და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის შესანახად სახლის პირობებში, ისე როგორც ლამაზი საჩუქარი, ან ინტერიერის აქსესუარი. კატალოგშიც კი ჩანს, თუ როგორი შესანიშნავი აქსესუარია ჩვენი პროდუქცია სადღესასწაულო ან ყოველდღიური სუფრისათვის. ასევე, ჩვენი პროდუქცია უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრში.

ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ მინის ტარის მსხვილ წარმოებაში საოჯახო ღვინისა და სხვა სასმელებისთვის. კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: გვაქვს ბოთლები საცობებით ან ხრახნებით, სახელურებით და მათ გარეშე, სურები რელიეფური ნახატებით და სხვა დეკორაციებით. საწარმოო მოდელების შერჩევისას ჩვენ ვეყრდნობით ტრადიციულ ისტორიულ ფორმებს.

დღეისთვის ჩვენ შემუშვებული და წარმოებული გვაქვს დიდი მოცულობის ბოთლები და ბოცები. ამ ეტაპზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროდუქციის ტრანსპორტირება ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრებიდან, რომლებიც განთავსებულია უკრაინაში, მოლდოვეთში, რუსეთსა და საქართველოში

ჩვენი ქარხანა ერთადერთია რომელიც აწარმოებს მინის ტარის ასეთ მრავალფეროვან ასორტიმენტს.